ორი ადამიანია გარდაცვლილი აქციის დაშლის შემდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'11 / 11:45

54 წლის მამაკაცი, ნოდარ ცხადაძე áƒ’არდაიცვალა გასულ ღამით მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაიწყო პარლამენტის წინ მომიტინგეების დაშლა, განაცხადა შსს–ის წარმომადგენელმა 26 მაისს.

საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, დანაშაულის ადგილი და მიყენებული დაზიანებები მიუთითებს, რომ áƒáƒ› პიროვნების გარდაცვალება, სავარაუდოდ, გამოიწვია იმავე მანქანების კოლონამ, რომელმაც ასევე გაიტანა ერთი პოლიციელი, ლეიტენენტი ვლადიმერ მასურაშვილი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მანამდე, რომ ერთი პოლიციელი დაიღუპა, რომელიც საპროტესტო აქციიდან გამოსულმა მანქანების სწრაფად მიმავალმა კოლონამ გაიტანა. პოლიციის თქმით, კოლონამ მას შემდეგ დატოვა საპროტესტო აქციის ადგილი, რაც სპეცრაზმმა შუაღამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო. პოლიციელის მსგავსად, 54 წლის მამაკაცმაც იმავე ადგილას მიიღო დაზიანება, სადაც პოლიციელი გარდაიცვალა – თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის შენობიდან დაახლოებით 300 მეტრში, სადაც მომიტინგეები აქციას მართავდნენ.  

მისი თქმით, 37 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათ შორის რვა პოლიციელია, 28 სამოქალაქო პირი და ერთი ჟურნალისტი itv.ge–დან, რომელსაც "ბოდიშს ვუხდით, ისევე როგორც ყველა დაზარალებულს“.

Civil.Ge © 2001-2024