შსს–ის ცნობით, დაკავებულია 90–მდე ადამიანი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'11 / 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 90–მდე ადამიანია დაკავებული საპროტესტო აქციის დაშლის დროს და მათ შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვემდე ვადით.

შსს–ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ აქციის არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის.
 
"ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მტკიცებულებების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ,"– განაცხადა მან ბრიფინგზე.

მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. 

Civil.Ge © 2001-2024