მოსკოვის რეაქცია აქციის დაშლაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'11 / 17:15

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევით“ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება "უხეშად დაარღვია“.

"ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბოლო დროინდელ მოვლენებს მიეცემა ობიექტური შეფასება არა მხოლოდ საერთაშორისო უფლებადამცველი სტრუქტურების მიერ, არამედ იმ ქვეყნების დედაქალაქებშიც, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის რეჟიმს,“ – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაში, რომელიც 26 მაისს გამოქვეყნდა.

"მისი [სააკაშვილის] ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც საყოველთაო დემოკრატიული ნორმების დარღვევით მოხდა, უნდა იქნას საერთაშორისო დონეზე სერიოზულად გამოძიებული,“– áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებს ლუკაშევიჩი.

მოსკოვის განცხადებით, პოლიციელები მოქმედებდნენ "განსაკუთრებული სისასტიკით“, რომლის დროსაც "დაიღუპა ერთი დემონსტრანტი". განცხადებაში არაფერია ნათქვამი აქციის დროს ერთი პოლიციელის დაღუპვის შესახებ.

თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ "გაუსწორდნენ არა მხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ ჟურნალისტებს, მათ შორის რუსეთიდან“. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებულები არიან "ცნობილი“ ქართველი ოპოზიციონერები. საქართველოს შსს–ის ოფიციალური განცხადებით, აქციის არცერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები თბილისში რუსეთში დაწერილი სცენარის მიხედვით იმართებოდა.

 

 

Civil.Ge © 2001-2024