აშშ–ის ელჩი საპროტესტო აქციის დაშლის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 May.'11 / 18:03

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია იმ ინფორმაციების გამო, რომ ცალკეულმა სამართალდამცავებმა "პოტენციურად გადაჭარბებული ძალა“ გამოიყენეს 26 მაისს áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს ბრალდებები სერიოზულად გამოიძიოს,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე დასწრების შემდეგ.

25 მაისს გაკეთებული განცხადების მსგავსად, ბასმა კვლავ გაიმეორა, რომ "საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული პროტესტის მშვიდობიან გამოხატვაში, არამედ ძალადობრივი კონფრონტაციისკენ ისწრაფვოდნენ“.

"ვფიქრობ, ეს იმის დადასტურებაა, რომ ძალადობა ვერ მოაგვარებს ამ გამოწვევებს და ეს არ არის შესაბამისი გზა იმ გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას,“ - განაცხადა ჯონ ბასმა.

აშშ–ის ელჩმა თანადგომა გამოუცხადა დაღუპული პოლიციის ოფიცრის და მომიტინგის ოჯახებს, რომლებიც გუშინდელმა მოვლენებმა იმსხვერპლა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „მნიშველოვანი ნაბიჯი“ გადადგა, როდესაც მომიტინგეენს 26 მაისს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, რათა სამხედრო აღლუმის ჩატარებას ხელი არ შეშლოდა.

 

Civil.Ge © 2001-2024