სოხუმის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jun.'11 / 17:47

ვანუატუმ, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სოხუმის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, რასაც áƒ¬áƒ˜áƒœ უძღოდა ორმხრივი კონსულტაციების ხანგრძლივი პროცესი, "განპირობებულია თანამედროვე გეოპოლიტიკური მსოფლიოს რეალიებით, რომელშიც ვანუატუს და აფხაზ ხალხებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ეკონომიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობების განვითარებაზე áƒáƒ˜áƒ’ება".

“აფხაზეთის მთავრობა მიესალმება ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის ამ ისტორიულად მნიშვნელოვან და გაბედულ ნაბიჯს, რომელიც  წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს შესძენს,“– ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს 27 მაისის განცხადებაში, "ამ გადაწყვეტილების მიღებით, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ვანუატუს რესპუბლიკამ წვლილი შეიტანა კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საქმეში“. 

ვანუატუმ, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 243 ათასზე ოდნავ მეტი, დამოუკიდებლობა 1980 წელს áƒ’ამოაცხადა და ერთ წელიწადში გაეროს წევრი გახდა.

ვანუატუ მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ განცხადება პირველმა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ 31 მაისს გააკეთა რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-სთან ინტერვიუში; შემდეგ ეს ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო გადაცემებში გაშუქდა.

ინფორმაცია ასევე გაავრცელა New York Times-მა 31 მაისს თავის ვებგვერდზე და მომდევნო დღეს თავის ბეჭდურ ვერსიაში, სადაც აცხადებს, რომ „ეკონომიკურ კრიზისში მყოფმა ვანუატუს ხელისუფლებამ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ აღიარება მიზნად ისახავდა ‘მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას’ და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების შესწავლას.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 1 ივნისს, რომ მიუხედავად იმისა, დადასტურდება ეს ინფორმაცია თუ არა, „ეს არაფერს შეცვლის“. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება.

Civil.Ge © 2001-2024