![]() |
|||
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
3.1. კანონის საფუძველზე, 2012 წლის 1 ივლისიდან შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე. საბჭოს კომპეტენცია განისაზღვრება კანონით; 3.2. კანონის საფუძველზე, არჩევნების გამოცხადების დღიდან, განხორციელდება მედია მონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება. მედიამონიტორინგის განხორციელების მიზნით, ცესკო უზრუნველყოფს კომპეტენტური უცხოური ან/და საერთაშორისო კომპანიის შერჩევას; 3.3. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 000 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისათვის; 3.4. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს (5%) მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ, საარჩევნო სუბიექტმა წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს ცესკოს; 3.5 გაიზრდება საარჩევნო სუბიექტების ფუნქციები საარჩევნო პროცესებში. კერძოდ: - შეიცვლება კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება წარმომადგენლის მიერ საარჩევნო უბნის დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, საჭიროების შემთხვევაში ექნება კომისიას, ხმათა უმრავლესობით; - გაიზრდება წარმომადგენლის ფუნქციები არჩევნების დღეს საჩივრების რეგისტრაციისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში. კერძოდ, წილისყრის საფუძველზე გამოვლინდება საარჩევნო სუბიექტის ის წარმომადგენლები, რომლებიც კომისიის შესაბამის წევრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროცესებში; - არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე, თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში 50 ლარის, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 100 ლარის ოდენობით; 3.6 დადგინდება ზედა ზღვარი არაუმეტეს 3% გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობაზე; 3.7 აიკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსება იმ შენობებში, სადაც განთავსებულია თვითმმართველობისა და პრეზიდენტის რწმუნებულების სამუშაო ოფისები; 3.8 გადაიხედება დავების განხილვისთვის დადგენილი ვადები, 4 დღემდე გაიზრდება საარჩევნო სუბიექტისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში; 3.9 არჩევნების დღეს, დამატებითი დაცვის გარანტიის სახით, არჩევნების დაწყებისა (07 საათზე) და დასრულებისას (20 საათზე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედს გაუკეთდება სპეციალური ნაჭდევები; 3.10 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში მონაწილეობისათვის აღარ იქნება ხელმოწერების შეგროვებისა და ცესკოში წარდგენის საჭიროება; აღნიშნული შეთანხმებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს არაუგვიანეს 2011 წლის ოქტომბრისა. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025