აფხაზი ჟურნალისტები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში დებატებს ითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Jul.'11 / 15:53

აფხაზი ჟურნალისტების ჯგუფმა ერთობლივ განცხადებაში სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში სატელევიზიო დებატების გამართვისკენ მოუწოდა, იტყობინება "აფსნიპრესი“.           

ოცდაერთმა ჟურნალისტმა ადგილობრივი მედია საშუალებებიდან განაცხადა, რომ საჭიროა ძალისხმევა, რათა „არჩევნები მაქსიმალურად ღია áƒ“ა დემოკრატიული გახდეს áƒ§áƒ•áƒ”ლა კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭების გზით“.

ერთობლივ განცხადებაში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, áƒ áƒáƒ› გარდა სახელმწიფო ტელევიზიით გამართული დებატებისა, კანდიდატებმა მედიისთვის პრესკონფერენციები უნდა გამართონ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, მათზეც, რამაც áƒªáƒáƒ¢áƒ ხნის წინ უთანხმოება გამოიწვია რუსეთთან ურთიერთობებში, მათ შორის სასაზღვრო დავის საკითხზეც.       

Civil.Ge © 2001-2024