გამყრელიძე დეპუტატთა რაოდენობისთვის რეფერენდუმის გამართვას პოპულიზმად აფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jul.'11 / 10:57

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატთა რაოდენობის რეფერენდუმის გზით განსაზღვრა პოპულიზმია.

დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190–მდე გაზრდა, რომელიც მმართველ პარტიასა და რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ახალ მემარჯვენეებს, შორის áƒ¡áƒáƒáƒ áƒ©áƒ”ვნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, áƒ¡áƒáƒ“ავო გახდა, რადგან ოპონენტები აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს ეწინააღმდეგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატები 150–ს არ უნდა აღემატებოდეს.   

2003 წლის რეფერენდუმი იყო „პოპულიზმი და ავანტიურა შევერდნაძის გარემოცვის მიერ“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 2 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან იმ შეხვედრის შემდეგ, áƒ¡áƒáƒ“აც საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„საზოგადოებას ხვალ რომ დაუსვათ კითხვა, რას ფიქრობენ იმაზე პარლამენტი ხვალ რომ გავაუქმოთ, მხარს დაუჭერს; მითუმეტეს, მაშინ პარლამენტი არ იყო დიდად პოპულარული და არც ახლა არის ხალხში დეპუტატი ძალიან პოპულარული; აქედან გამომდინარე, სურვილი საზოგადოებისა ყოველთვის არის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს; მაგრამ ხომ გვესმის კარგად, რომ დემოკრატიის და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ყველაზე დემოკრატიული ინსტიტუტი სწორედ პარლამენტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სამი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მორიგი დავა მიმდინარეობდა, áƒ’ამყრელიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შემოთავაზებას დეპუტატთა რაოდენობის ზრდის შესახებ და ამ იდეას "აბსურდულს“ უწოდებდა.

2008 წლის 10 მარტს გამყრელიძემ განაცხადა: ”ეს აბსურდია და არცერთი ოპოზიციური პარტია ამას არ დათანხმდება. ეს ნიშნავს უარის თქმას რეფერენდუმის შედეგებზე”. 

 

Civil.Ge © 2001-2024