ოთხი ფოტოკორესპონდენტი ჯაშუშობის მოტივით დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'11 / 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ოთხი ფოტოკორესპონდენტი. 

შსს–ის ცნობით დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში; ირაკლი გედენიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის áƒžáƒ áƒ”სსამსახურის ფოტოგრაფი; მისი მეუღლე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი áƒœáƒáƒ—ია გედენიძე; და  გიორგი აბდალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი.

„დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება“, – ნათქვამია შსს–ის მოკლე განცხადებაში.

ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა დილიდან ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, მეხუთე დაკავებულის "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორის შაჰ აივაზოვის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ შსს–ის მოდულის შენობიდან გაათავისუფლეს.

Civil.Ge © 2001-2024