მანჯგალაძე: ფოტოგრაფები კონფიდენციალურ ღონისძიებებზე ინფორმაციის გადაცემისათვის დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'11 / 10:57

7 ივლისს დაკავებულ ოთხ ქართველ ფოტოკორესპონდენტს ბრალად ედება áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒ˜áƒ“ენციალური ინფორმაციის, მათ შორის კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგის შესახებ ინფორმაციის გადაცემა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი, áƒ’ანაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

"მე არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე“, – აღნიშნა მან წერილობით განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ გუშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

"სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენონ. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქმის დეტალები, რომელსაც გრიფი "საიდუმლო“ ადევს, უცნობი რჩება.

მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელე იყო, „ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან“. ირაკლი გედენიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი იყო, ხოლო მეორე ფოტოგრაფი –  გიორგი აბდალაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

"შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

7 ივლისს ასევე დააკავეს ირაკლი გედენიძის მეუღლე, ნათია გედენიძე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი, და ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში.

„მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ, "ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან“.   

Civil.Ge © 2001-2024