შამბა სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Jul.'11 / 15:23

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა 26 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, იტყობინება "აფსნიპრესი“ 8 ივლისს.

ამავე ინფორმაციით, 8 ივლისს სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  23–კაციანი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც შამბა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

კანდიდატთა წარდგენის ვადა 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისს ამოიწურება.

ამ დრომდე სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ანქვაბის და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას კანდიდატურები იყო წარდგენილი.

სერგეი შამბა პრემიერ–მინისტრის პოსტზე 2010 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, თითქმის 13 წლის მანძილზე, იგი სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1992–93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.  

 

Civil.Ge © 2001-2024