სამ ფოტოკორესპონდენტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'11 / 12:13

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ივლისს დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ სამ ფოტოკორესპონდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორი დაკავებული ფოტოკორესპონდენტის ადვოკატებმა განაცხადეს სასამართლოს დახურული სხდომის შემდეგ, რომ გრიფით "საიდუმლო“ საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა 2011 წლის 1 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოში ევროპის ფოტოსააგენტოს áƒ™áƒáƒ áƒ”სპონდენტის ზურაბ ქურციკიძის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი კლიენტები აცხადებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მათ ასევე განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძეც არ ცნობს თავს დამნაშავედ. ამ უკანასკნელის ადვოკატმა ცოტნე ცანავამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე სასამართლოს სხდომის შემდეგ.

ცანავა გედენიძის ახალი ადვოკატია, რომელსაც მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)ადვოკატი იცავდა. áƒáƒ› უკანასკნელმა გუშინ განაცხადა, რომ áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ დაცვის ქვეშ მყოფის ხელით დაწერილი განცხადება გადასცეს, სადაც ის ახალი ადვოკატის აყვანას ითხოვდა.

მეოთხე ფოტოჟურნალისტი, ირაკლი გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ "პრაიმტაიმის" ფოტოკორესპონდენტი, რომელიც ასევე დააკავეს 7 ივლისს, დღეს დილით გაათავისუფლეს.

ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგანაც მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა მიხეილ ღონღაძემ განუცხადა Civil.ge–ს, რომ საქმე "ნამდვილად შეიცავს სახელმწიფო საიდუმლო მასალებს“. გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ამ კითხვაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. 

Civil.Ge © 2001-2024