ფოტოგრაფების დაკავება პრეზიდენტისთვის 'უზარმაზარი დარტყმა' იყო – მანჯგალაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'11 / 13:02

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის ფოტოკორესპონდენტების, მათ შორის პირადი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება "უზარმაზარი დარტყმა და ძალზედ სამწუხარო ფაქტი იყო“, თუმცა ახლა "ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ”“.

დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მანანა მანჯგალაძემ, წინა განცხადების მსგავსად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „დაკავებულებს არაფერი აქვთ საერთო მედიის თავისუფლების თემასთან და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან“.

"დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათ დაკავებას კავშირი არ აქვთ მათ პროფესიულ საქმიანობასთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით“,– განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამატებითი კომენტარების გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენს“, – დასძინა მან.

ზურაბ ქურციკიძე ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი სამართალდამცავებმა 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით áƒ¨áƒ£áƒáƒ¦áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒáƒ¡ დააკავეს. 9 ივლისს საქალაქო სასამართლომ სამ მათგანს áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ¡áƒ¬áƒáƒ áƒ˜ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

Civil.Ge © 2001-2024