აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jul.'11 / 18:41

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის "საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის“.

ვაშინგტონში 11 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს, თუ როგორი áƒ˜áƒ§áƒ სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ამ საქმეზე მას შემდეგ, რაც დეპარტამენტმა 8 ივლისს პირველი კომენტარი გააკეთა იმავე თემაზე, და áƒáƒªáƒœáƒáƒ‘ა თუ არა áƒ•áƒáƒ¨áƒ˜áƒœáƒ’ტონმა საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, როდესაც ამის შესახებ გვკითხეს გასულ კვირაში“, – განაცხადა ნულანდმა, "ეს არის საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის. რაც ამ [დაკავებულ] პირების მოპრყრობას შეეხება, თქვენ იცით რომ ჩვენ გვწამს მედიის თავისუფლების; მაგრამ თუ მართლა ადგილი ქონდა ისეთ ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ [პრინციპს], მაშინ ჩვენი სურვილი იქნება რომ ვიხილოთ გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით ჩატარებული სასამართლო პროცესი“.  

8 ივლისს საქართველოში ფოტოგრაფების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ვიქტორია ნულანდმა áƒ’ანაცხადა: „ვფიქრობ, აქ იგივე უნდა ვთქვათ, რასაც საქართველოს ხელისუფლებას და მსოფლიოს მასშტაბით სხვა მთავრობებს ვეუბნებით კერძო საუბრებში, რომ იმედი გვაქვს, რომ ამ და სხვა საქმეებზე თავისუფალი, სამართლიანი, პასუხისმგებლიანი, გამჭირვალე სასამართლო პროცესი გაიმართება“.

იმავდროულად, ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი მედიის ადვოკატირების კოალიციიდან 12 ივლისს აშშ–ის ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. ჯგუფი აქტიურ áƒ™áƒáƒ›áƒžáƒáƒœáƒ˜áƒáƒ¡ ეწევა áƒ“აკავებული ფოტორეპორტიორების áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ”ზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ჯონ ბასთან შეხვედრაში, განაცხადა, რომ შეხვედრის დროს მას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადების თაობაზე და ამიტომ დაკავებულ ფოტორეპორტიორთა საკითხი არ ყოფილა განხილული რუსულ–ქართულ კონტექტსში.

„ასეთი ტიპის პოლიტიკური აქცენტები არ ყოფილა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმის გამოძიება უნდა იყოს ღია, გამჭირვალე და სამართლიანი“, – განუცხადა ქორიძემ Civil.ge–ს.

ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს კორესპონდენტი, გიორგი აბდალაძე დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი, და ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი სამართალდამცავებმა 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით შუაღამისას დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ ქურციკიძე „დიდი ხნის აგენტია“, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვას გედენიძის და აბდალაძის დახმარებით მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გადასცემდა.

ქურციკიძე და აბდალაძე თავს უდანაშაულოდ ცნობენ; გედენიძემ სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენება მისცა. გედენიძის მეუღლე ნათია გედენიძე, გაზეთ „პრაიმტაიმის“ ფოტოგრაფი, áƒ“ანარჩენებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

7 ივლისს პოლიციამ ასევე აიყვანა Associated Press-ის ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი, თუმცა იგი იმავე დღეს ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.

 

Civil.Ge © 2001-2024