სახალხო დამცველი დაკავებულ ფოტორეპორტიორებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jul.'11 / 12:13

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გიორგი ტუღუში 16 ივლისს ”კონფიდენციალურად”, ცალ-ცალკე შეხვდა და გაესაუბრა დაკავებულ სამ ფოტორეპორტიორს.

”საუბრისას სამივე ფოტორეპორტიორმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ მოპყრობა ნორმალურია, მათზე რაიმე სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხორციელდება.  მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ ჰყავთ ადვოკატები. მათი განცადებით, ამ ეტაპზე ისინი არ გაცნობიან სისხლის სამართლის საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ზურაბ ქურციკიძეს მიეწოდება მედიკამენტები და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ,” – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Civil.Ge © 2001-2024