ფოტოგრაფების საქმეზე მედია საშუალებების პროტესტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jul.'11 / 13:07

ერთობლივ განცხადებაში ორმოცზე მეტმა ქართულმა მედია საშუალებამ და ორგანიზაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა დაპატიმრებული ფოტოგრაფების საქმეზე გამოძიების ოფიციალური ვერსია და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჯერ არ წარმოუდგენია მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები.

„ქართველი ფოტორეპორტიორები – გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა. საეჭვო ვითარებაში, იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 40–ზე მეტი ასოციაცია, გაზეთი, ჟურნალი და სააგენტო აწერს ხელი.

ამ განცხადების პარალელურად, 18 ივლისს შესაბამისი კამპანიაც განხორციელდა, რომლის ფარგლებში გაზეთებმა და ახალი ამბების სააგენტოებმა, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ”ბიც განცხადებას შეუერთდნენ, áƒ—ავიანთ áƒ’აზეთებსა თუ ვებ-გვერდებზე ფოტოსთვის განკუთვნილ ადგილას წარწერა „პროტესტი“, ან წითელ წრეში ჩასმული გადახაზული ფოტოკამერის გამოსახულება განათავსეს.

„ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმდებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა, დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს პრესის ასოციაციაა.
„ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“.

„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს ფოტოგრაფები, ასევე „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გახადოს საქმის მასალები და შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო“.

 

 

Civil.Ge © 2001-2024