პროკურატურამ აბდალაძის აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jul.'11 / 20:09

18 ივლისს მთავარმა პროკურატურამ დაპატიმრებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეო–ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც იგი აცხადებს, რომ áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ›áƒ დაზვერვამ 2002 წელს მაშინ გადაიბირა, როდესაც იგი დააპატიმრეს და áƒªáƒ®áƒ˜áƒœáƒ•áƒáƒšáƒ¨áƒ˜ ჰყავდათ დაკავებული.

16 წუთიან ჩანაწერში აბდალაძე აცხადებს, რომ 2007 წელს, როდესაც მან პარლამენტის პრესსამსახურში დაიწყო მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებზე ფოტოებს იღებდა, ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტმა, მიანიშნა, რომ „ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ–ერთ სააგენტოზე“. 

"მან შემახსენა ცხინვალის ამბავი და მთხოვა, რომ რაღაც ფოტოები ერთ–ერთი ოფიციალური შეხვედრის [იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის] მიმეწოდებინა მისთვის“, – განაცხადა აბდალაძემ.

აბდალაძის მიერ გადაღებული მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რამდენიმე პროტოკოლური ფოტოს ნახვა EPA–ს ვებ–გვერდის არქივშია შესაძლებელი. 

აბდალაძე აცხადებს, რომ 2010 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც სამინისტროში გამართულ სხვადასხვა შეხვედრებს იღებდა, მან განაგრძო ქურციკიძესთან თანამშრომლობა.

"ბოლო თხოვნა მისი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის არა მარტო ვიზიტი, არამედ სტენოგრამაც გამეკეთებინა, ანუ უნდა გადამეღო საგარეო საქმეთა მინისტრი არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ პრეზიდენტის რეზიდენციაშიც“, – განაცხადა აბდალაძემ.

როდესაც მას ერთ–ერთმა ადვოკატმა ჰკითხა, თუ როგორ მოიპოვა იმ შეხვედრის "სტენოგრამა“, აბდალაძემ უპასუხა, რომ იმ საბაბით, რომ მისი კომპიუტერი არ მუშაობდა და ფოტოები ვერ გადაჰქონდა, მან შეძლო საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა კომპიუტერთან დაჯდომა, საიდანაც მან ეს დოკუმენტი მოიპოვა. მისი თქმით, მან ეს დოკუმენტი ქურციკიძეს გადასცა.

აბდალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ეჭვი ეპარებათ áƒ›áƒáƒ—ი კლიენტის áƒáƒ¦áƒ˜áƒáƒ áƒ”ბის გულწრფელობაში. აბდალაძის ერთ–ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ აღიარებითი ჩვენება აბდალაძეზე "ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგად იქნა მოპოვებული.

ბესელიამ áƒáƒ¡áƒ”ვე განაცხადა, რომ აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში "ბევრი უზუსტობა და არასწორი ფაქტია“, რაც მის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს. "მოგვიანებით ალბათ გაირკვევა, რომ ეს ჩვენება არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად“, განაცხადა ბესელიამ. იმ შემთხვევაში თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება. ადვოკატები საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებენ; ბესელიას თქმით, აბდალაძეს საპროცესო გარიგება პროკურატურამ შესთავაზა, აბდალაძის მეორე ადვოკატი კი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ჯერ–ჯერობით საუბარი არის.

 

 

Civil.Ge © 2001-2024