სავაჭრო–სამრეწველო პალატას კახა ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jul.'11 / 13:04

ყოფილი ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ახალი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ჯემალ ინაიშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პალატას ბოლო შვიდი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

კახა ბაუნდურაშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივნისში მისმა მოადგილემ დიმიტრი გვინდაძემ შეცვალა; თავად ბაინდურაშვილი „საქართველოს ფოსტის“ სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური მიესალმა ბაინდურაშვილის დანიშვნას და განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პალატა მნიშვნელოვანი საშუალებაა „ბიზნესთან დიალოგის“ შესანარჩუნებლად.

„დიალოგი ბიზნესთან – ეს არის ჩვენი დევიზი, გარკვეულწილად, და ჩვენ გვინდა ამ სვლით გავაგრძელოთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

Civil.Ge © 2001-2024