ბიზნესმენის პარტია აფხაზეთის არჩევნებში შამბას უჭერს მხარს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jul.'11 / 18:18

ეკონომიკური განვითარების პარტიამ განაცხადა 21 ივლისს, რომ ის სეპარატისტულ რეგიონში 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას დაუჭერს მხარს, იტყობინება „აფსნიპრესი“. 

ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბიზნესმენი ბესლან ბუთბაა, რომელიც 2002–2007 წლებში სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრი იყო.

ბუთბა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ხმების 8%–მდე მიიღო. მაშინ სერგეი ბაღაფში იქნა არჩეული მეორე ვადით.

ბუთბა áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთში ერთადერთი კერძო ტელევიზიის „აბაზა ტვ“–ს და ასევე გაზეთ „ეხო აბხაზიის“ მფლობელია.   

Civil.Ge © 2001-2024