აფხაზეთის მმართველი პარტია არჩევნებზე ანქვაბს უჭერს მხარს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jul.'11 / 13:01

სეპარატისტული აფხაზეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა აფხაზეთმა“ განაცხადა 22 ივლისს, რომ 26 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე áƒ˜áƒ¡ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ანქვაბს დაუჭერს მხარს, იტყობინება „აფსნიპრესი“.

იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის დროს შვებულებაში მოუწევთ გასვლა.

ანქვაბის შვებულებაში გასვლის შემდეგ „სახელწიფოს მეთაურის მოვალეობებს“ პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა შეასრულებს, იტყობინება „აფსნიპრესი“ ტაბაღუას სიტყვებზე დაყრდნობით 25 ივლისს. ცესკო–ს თავმჯდომარემ თარიღი არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ ანქვაბი სხვა კანდიდატებთან შედარებით მოგვიანებით გავა შვებულებაში.

არჩევნებში ასევე მონაწილეობენ სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.   

Civil.Ge © 2001-2024