რუსი დიპლომატი: აფხაზეთის არჩევნებში ‘ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი არ გვაქვს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Aug.'11 / 13:00

რუსეთი დაინტერესებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში დემოკრატიულად ჩატარდეს, „მშვიდ ვითარებაში, დესტაბილიზაციის გარეშე, განაცხადა რუსეთის ელჩმა სეპარატისტულ რეგიონში სემიონ გრიგორიევმა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან „ეხო კავკაზა“–სთან ინტერვიუში 15 აგვისტოს.

კითხვაზე იყო, თუ არა 2004 წლის მოვლენები გაკვეთილი რუსეთისთვის, როდესაც რუსეთის მიერ ერთ–ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის აშკარა მხარდაჭერას კონფრონტაცია და კრიზისი მოყვა არჩევნების შემდეგ, რუსმა დიპლომატმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, უდავოა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავებისას, რუსეთი ამ მიმართულებით განხორციელებული მუშაობის მთელ გამოცდილებას ითვალისწინებს და მათ შორის 2004 წლის გამოცდილებასაც“.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსულმა მხარემ დაიკავა, მე ვიტყოდი, არა თანაბრად დაშორებული პოზიცია ყველა კანდიდატთან მიმართებაში, არამედ თანაბრად დაახლოებული პოზიცია“, – განაგრძო მან. „ყველა კარგად ვიცნობთ სამივე კანდიდატს; ჩვენ ვიცით, რომ ისინი გულწრფელად ემხრობიან რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას და ჩვენ არ გვაქვს რაიმე საფუძველი, რომ ვინმეს უპირატესობა მივანიჭოთ და ამით გავლენა მოვახდინოთ აფხაზი ხალხის არჩევანზე“.

გრიგორიევმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი საბაბი áƒáƒ  არსებობს იმ ვარაუდებისთვის, რომ 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს.

იმავე ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთში განთავსებულია 3,500 რუსი სამხედრო და 1,500 მესაზღვრე ფედერალური უშიშროების სამსახურიდან áƒ“ა მოსკოვი რეგიონში თავისი შეიარაღებული ძალების ზრდას არ გეგმავს.

 

Civil.Ge © 2001-2024