ქართველმა და შვეიცარელმა დიპლომატებმა რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Aug.'11 / 12:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 17 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე სექტემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის „მომზადების“ მიზნით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ. 

შეხვედრის დროს, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ქართული მხარის წარმომადგენლები რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებებში, მხარეების „პოზიციების დაახლოების შესაძლებლობები“ იქნა განხილული.

„შეხვედრაზე აღინიშნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების აღდგენის აუცილებლობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

Civil.Ge © 2001-2024