აფხაზეთში საარჩევნო ხმების დათვლა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Aug.'11 / 20:48


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ამომრჩეველი 26 აგვისტოს სოხუმის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს.

სეპარატისტული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 70%–იანი აქტივობის შედეგად áƒªáƒ”ნტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა, იტყობინება „აფსნიპრესი“ 20:00 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. 

ცოტა ხნით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების პირველ წინასწარ შედეგებს შაბათს 12:00 საათისთვის გამოაცხადებს.

26 აგვისტოს გამართული კენჭისყრის დროს რაიმე ინციდენტების შესახებ áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ არ გავრცელებულა.

არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი – პირველ ტურში ხმების ნახევარზე მეტს ვერ მოაგროვებს. 


კადრი რუსული ტელეარხიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ დგანან რიგში სოხუმის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები.

თბილისმა, სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული წინა არჩევნების მსგავსად, 26 აგვისტოს არჩევნებიც დაგმო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას რუსეთის საოკუპაციო ძალების და მისი მარიონეტული რეჟიმის მიერ განხორციელებული „ცინიკური აქტი“ უწოდა; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა აფხაზეთში რუსეთის მიერ კონტროლირებად კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილება.

სეპარატისტული რეგიონის მთავარი პროკურორი, საფარბეი მიქანბა თბილისის პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს არასდროს მოუხდენია ზეგავლენა აფხაზეთის არჩევნებზე ან მის შედეგებზე.

Civil.Ge © 2001-2024