ანქვაბი აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'11 / 00:52

ალექსანდრე ანქვაბის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტმა 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.

იმ ფონზე, როდესაც სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია, წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ოლქებში კანდიდატების წარმომადგენელთა მონაცემებს ეყრდნობა.

„რია ნოვოსტი“ იტყობინება ცესკოს áƒ¬áƒ”ვრზე დაყრდნობით, რომ ანქვაბმა ხმების ნახევარზე მიიღო და მეორე ტური  ნაკლებად სავარაუდოა.

თავად ანქვაბმა განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ მისთვის ასეთი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.

მანამდე კიდევ ერთმა კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ მართალია დაადასტურა, რომ ანქვაბი ლიდერობდა, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ ვიცე–პრეზიდენტს ხმების 50%–ზე ნაკლები ჰქონდა, რის გამოც ანქვაბს და მას შორის მეორე ტური გაიმართებოდა.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პირველი ოფიციალურ შედეგებს შაბათს 12 საათისთვის გამოაქვეყნებს.

 

Civil.Ge © 2001-2024