რუსეთის საგარეო უწყება მიესალმება აფხაზეთის არჩევნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Aug.'11 / 15:39

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 აგვისტოს, რომ ის მიესალმება სეპარატისტულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების „წარმატებულ ჩატარებას“, რის შედეგადაც ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი სეპარატისტული რეგიონის მესამე ლიდერი გახდა.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს არჩევნები არის „მნიშვნელოვანი ეტაპი ამ მეგობრულ მეზობელ ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე“.

„მზად ვართ განვაგრძოთ მასშტაბური მუშაობა რუსეთ–აფხაზეთის ურთიერთობების ყოველმხრივ გაძლიერებაზე ჩვენი ხალხების ინტერესებში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

 

Civil.Ge © 2001-2024