ევროკავშირი აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Aug.'11 / 11:32

ნატოს მსგავსად, ევროკავშირმა განაცხადა 27 აგვისტოს, რომ არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

“დღევანდელი ცნობების ფონზე სოხუმიდან, საქართველოს სეპარატისტული რეგიონიდან აფხაზეთიდან, რომ ბატონი ალექსანდრე ანქვაბი იქნა არჩეული ახალ პრეზიდენტად, ეს განცხადება არის იმის შეხსენება, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის პირობებშიც áƒ”ს არჩევნები ჩატარდა“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა წერილობით განცხადებაში.

“ევროკავშირი იმეორებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, როგორც ეს საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული. ამ კონტექსტში ევროკავშირი ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024