საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები ვმო–ზე მოლაპარაკებებს მართავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Sep.'11 / 16:13

საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები 12 სექტემბერს შვეიცარიაში მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდს მართავენ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების პირობებზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა Civil.ge–ს წინა თვეში მიცემულ ინტერვიუში, რომ თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

 

Civil.Ge © 2001-2024