საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Sep.'11 / 19:37

სხვების მსგავსად, საქართველოც დაინტერესებულია იმაში, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) და ეს სწორედ წლის ბოლომდე მოხდეს, თუმცა პროგრესი დამოკიდებულია იმაზე, თუ áƒ áƒáƒ›áƒ“ენად შესწევს რუსეთს უნარი კომპრომისებზე წამოვიდეს საქართველოსთან მოლაპარაკებებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 19 სექტემბერს. 

საქართველომ განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. თბილისი დაჟინებით მოითხოვს საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

„ცნობილია რომ მთელ რიგ სახელმწიფოებს დაინტერესება აქვთ, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში და ეს მოხდეს სწორედ წლის ბოლომდე. ამ რიცხვს განეკუთვნება, სხვათა შორის, საქართველოც“, – განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვმო–ს გენერალური დირექტორის, პასკალ ლემის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ ვმო–სკენ რუსეთის áƒ¡áƒ¬áƒ áƒáƒ¤áƒ•áƒ დასასრულს უახლოვდება. 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც შესწევს უნარი, რომ რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ალბათობა იმისა, რომ წლის ბოლომდე რუსეთის ვმო–ს წევრი გახდეს, „მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კონსტრუქციული იქნება რუსეთის ფედერაცია იმ მოლაპარაკებებში, რომელშიც ჩართულია საქართველოსთან მიმართებაში და რამდენად შესწევს მას უნარი, რომ კომპრომისებზე წამოვიდეს“. 

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ელვირა ნაბიულინამ განაცხადა 16 სექტემბერს, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ დეკემბრის მინისტერიალზე რუსეთი ვმო–ს წევრი გახდეს „ძალიან სუსტია“, თუმცა შანსები „კვლავ არსებობს“.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების გზაზე არსებულ მოუგვარებელ საკითხებზე áƒ¡áƒáƒ£áƒ‘რის შემდეგ, áƒ›áƒáƒœ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს სოჭში გამართული ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რომ „სიტუაცია რთულია საქართველოსთან მიმართებაში“.

„რაიმე პროგრესს ვერ ვხედავ“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ მის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა 13 სექტემბერს, რომ მოსკოვს კვლავ იმედი აქვს, რომ ვმო–ს დეკემბრის მინისტერიალზე ორგანიზაციის წევრი გახდება.

„მხოლოდ ერთი პატარა საკითხი არსებობს, რომელიც ევროკავშირთან არ არის შეთანხმებული“, – იტყობინება „როიტერი“ კუდრინის სიტყვებზე დაყრდნობით.

Civil.Ge © 2001-2024