კლინტონისა და ვაშაძის შეხვედრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Sep.'11 / 13:07

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან 26 სექტემბერს, ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ 25–წუთიან შეხვედრაზე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დაგეგმილ ზრდაზე და საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებზე ისაუბრა, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

ვმო–ზე მოლაპარაკებები რუსეთთან   

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სახელიც დეპარტამენტის ინფორმაციაში მითითებული არ არის, განაცხადა, რომ შეხვედრის „დიდი ნაწილი“ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსულ–ქართულ მოლაპარაკებებს დაეთმო. 

„და როგორც მან [კლინტონმა] გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრაზე გააკეთა, სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შვეიცარიის შუამავლობა და შეეცადონ მიაღწიონ პროგრესს, რათა აღმოიფხვრას ყველა უთანხმოება დელეგაციებს შორის áƒ™áƒ•áƒ˜áƒ áƒáƒœáƒáƒ®áƒ”ვარში დაგეგმილი შეხვედრის დროს“, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს 1 700–მდე ზრდის

საქართველო მომავალ წელს ავღანეთში დამატებითი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს. ქვეყანას უკვე გაგზავნილი ჰყავს 950 სამხედრო ნატოს სამშვიდობო მისიაში, რომელთა უმეტესობაც ჰელმანდის პროვინციაშია დისლოცირებული.

„საქართველო უკვე დგას გზაზე, რომ გახდეს ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება [ავღანეთში],“ – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, „სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძეს და საქართველოს იმ დაპირების გამო, რომ ქართველი სამხედროების დამატებითი ბატალიონი გაიგზავნება ავღანეთში, რის შედეგადაც ქართული ძალები 1 700–მდე გაიზრდება“.

„მათ ასევე დიდხანს ისაუბრეს იმ სამედიცინო áƒ›áƒáƒ›áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ áƒ”ბის და დახმარების შესახებ, რომელსაც აშშ უწევს ავღანეთის საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს, და ასევე აშშ–ის მიერ ავღანეთში ქართული ძალებისადმი áƒ’აწეული სამხედრო დახმარების შესახებ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა. 

არჩევნებში „თვისობრივი ნახტომის“ გაკეთების დაპირება

მესამე და ბოლო საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, ეხებოდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში, რომლის დროსაც კლინტონმა ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების მნიშვნელობას.

აშშ–ის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო აპირებს თვისობრივი ნახტომი გააკეთოს არჩევნების ხარისხში“.

ორივე მათგანმა მადლობა გადაუხადეს აშშ–ს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის უზრუნველყოფს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მეშვეობით საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების კუთხით, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


 

Civil.Ge © 2001-2024