ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნების 'აბსოლუტური უმრავლესობით' მოგებას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'11 / 11:45

ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა áƒ’ანაცხადა, რომ მისი გეგმაა, მისმა áƒžáƒáƒ¢áƒ˜áƒáƒ› 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები "აბსოლუტური უმრავლეობით" მოიგოს, ხოლო თავად áƒžáƒ áƒ”მიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მიიღოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში.

"მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", – აცხადებს ივანიშვილი.

იმ ძირითად ამოცანებს შორის, რომელზეც ივანიშვილი 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პოლიტიკაში მოსვლის გეგმებზე საუბრობს, ასევე არის: ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელის ჩამოყალიბება ისეთი áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ ცვლილებებიდ გზით, რომ მომავალში არავის გაუჩნდეს სურვილი, რომ "კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს"; ასევე სასამართლო დამოუკიდებლობის შეუქცევადობის უზრუნველყოფა; და "ბიზნესის აღორძინებისთვის" შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნა. 

ივანიშვილი მთავარ პრიორიტეტებს შორის ასევე ასახელებს პერსპექტივის შექმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენისთვის; ხოლო საგარეო პრიორიტეტებს შორის გამოყოფს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების დაწყებასა და áƒáƒ¨áƒ¨-სა და ევროკავშირთან მეგობრობისა და ინტეგრაციის გაღრმავებას. 

"ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ წავიდე პოლიტიკიდან, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში", – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

იგი ასევე გამოთქვამს ნებისმიერი ისეთი ტელევიზიის შეძენის სურვილს საბაზროზე სამჯერ მეტ ფასად, რომელსაც საინფორმაციო მაუწყებლობის ლიცენცია გააჩნია. ცალკე გავრცელებულ განცხადებაში, ივანიშვილი პირობას დებს, რომ "მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) ლარად". 

აქვე ივანიშვილი, ძირითადად, თბილისში მაუწყებელ "კავკასიასა" და "მაესტროს", სხვა ტელევიზიების მსგავსად, სააკაშვილის მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒœáƒ˜ "სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ".

"თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან ["კავკასია" და "მაესტრო"], ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება”,- აცხადებს ივანიშვილი.

ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ რუსეთში მისი მთლიანი კაპიტალის, დაახლოებით, მესამედი მდებარეობს áƒ“ა "იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას".

ამავე მიზეზით, ივანიშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს ორმაგ მოქალაქეობაზე და "უახლოეს დღეებში" ჩააბარებს რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტებს.

ცნობილი ბიზნესმენი ამ ეტაპზე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ დააკომპლექტებს მის პოლიტიკურ გუნდს, რაც მისი პოლიტიკაში მოსვლის ირგვლივ ერთ–ერთ მთავარ ინტრიგად რჩება.

Civil.Ge © 2001-2024