ივანიშვილი პოლიტიკური გუნდის წევრებს არჩევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'11 / 16:05

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, თავისი მომავალი გუნდის წევრებს არჩევს, თუმცა ეს პროცესი სპეკულაციებით და საიდუმლოებითაა მოცული.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აქამდე საჯაროდ განაცხადა, რომ დაგეგმილი პარტიის წევრობა შესთავაზეს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილია. áƒ›áƒáƒœ განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ იგი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა უარი თქვა მის შემოთავაზებაზე იმ მოტივით, რომ მას ზოგადად არ სურს პოლიტიკაში წასვლა.

მისი თქმით, ივანიშვილის იმიჯი სტერეოტიპებითაა გარშემორტყმული და საზოგადოებას სიურპრიზები ელის, როდესაც ბიზნესმენი კამერების წინ გამოჩნდება თავისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

ხუხაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების áƒ’ანცვიფრებას ის გამოიწვევს, რომ áƒ£áƒáƒ›áƒ áƒáƒ•áƒ˜ მითი არსებობს ივანიშვილის პიროვნების გარშემო და არსებობს გაგება, რომ მას გაუჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობა, მაგრამ, მისი თქმით, ეს მცდარი შეხედულებაა.

ივანიშვილის პრესმდივანმა განაცხადა გასულ კვირას, რომ მილიარდერი ბიზნესმენი მზად არის ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მზად არის საეთერო დრო გამოუყოს მას áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლ არხზე არსებული სამი თოქშოუდან ერთ–ერთში. თუმცა, ამ სამი თოქშოუდან არც ერთის ფორმატი არ ითვალისწინებს ჟურნალისტების დიდი ჯგუფის მასპინძლობას. ივანისშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი 10 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას შეხვდა და მომავალი სატელევიზიო ინტერვიუს დეტალები განიხილა. ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ მიუცია.       

იმავდროულად, ტელეკომპანიებმა „კავკასიამ“ და „მაესტრომ“, რომელთაც ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში „ფსეუდო–ოპოზიციური“ არხები უწოდა, ივანიშვილს საეთერო დრო შესთავაზეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფთან ინტერვიუს ჩასაწერად, რომელიც ერთდროულად გავა ორივე ტელეკომპანიის ეთერში და ასევე „მაესტროს“ რადიოსადგურზე.

 

Civil.Ge © 2001-2024