ცესკოს 1 აგვისტოს მონაცემებით, ‘ბიძინა ივანიშვილი’ ჭორვილას საარჩევნო უბნის სიაშია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'11 / 19:54

ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი áƒ¨áƒ”სულია საჩხერის ოლქის სოფელ ჭორვილას საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში, რომელიც ცესკოს ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ამომრჩეველთა áƒáƒ› áƒ¡áƒ˜áƒáƒ–ე მითითებულია რომ ის შედგენილია 2011 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.

“ივანიშვილი ბიძინა 18.02.1956 სოფ. ჭორვილა 50.11  სოფ. ჭორვილა, საჯარო სკოლა“ – ასეთი ერთადერთი რეკვიზიტია ჭორვილას ამომრჩეველთა სიაში დაფიქსირებული და ემთხვევა ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის რეკვიზიტებს. 

კანონის მიხედვით, საარჩევნო სიებში მხოლოდ ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები შეჰყავთ.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის სახელი იძებნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ვებ-გვერდზე, სადაც მოიპოვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რამოდენიმე განცხადება, რომელთა წარმებაც 2011 წლის 27 სექტემბერს დასრულდა და სადაც ივანიშვილი ფიგურირებს. უძრავ ნივთზე ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ამ განცხადებებში ბიძინა ივანიშვილის áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ“ი ნომერი ემთხვევა იმ ნომერს, რომლითაც იგი საარჩევნო სიაში იძებნება. რაც იმაზე მიუთითებს რომ ივანიშვილი სულ ცოტა 27 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქ იყო.

სამოქალაქო რეესტრმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება წინა კვირაში გააკეთა, საქართველოს მოქალაქე არ არის მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თუმცა რეესტრი იმავე განცხადებაში არ აკონკრეტებს თუ, როდის შეუწყდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. Civil.ge-იმ ამ დრომდე ვერ შეძლო სამოქალაქო რეესტრიდან პასუხის მიღება თუ áƒ áƒáƒ“ის დაიწყეს ამ საქმეზე წარმოება და როდის შეუწყდა ივანიშვილს მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

თუმცა ამავე კანონის თანახმად, მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც „ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე“.

Civil.Ge © 2001-2024