კიწმარიშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროგნოზირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'11 / 14:59

ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში წასვლის შესახებ ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს დააჩქარებს, რასაც საბოლოოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოყვება.

კიწმარიშვილმა, რომელიც ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში გააკრიტიკა როგორც „ფსეუდოოპოზიცია“, რომელიც „ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს“, განაცხადა, რომ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების და ხანგრძლივი კონსულტაციების დრო არ არის და მან ივანიშვილს მისი პარტიის პარტნიორობა შესთავაზა.

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან. თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ პრესმდივნისგან ამ თემაზე კომენტარის მოპოვება შეუძლებელი გახდა.

ერთადერთი áƒšáƒ˜áƒ“ერი ქართული პარტიიდან, რომელსაც ივანიშვილმა თავის 12 ოქტომბრის განცხადებაში თანამშრომლობა შესთავაზა, სოზარ სუბარი იყო. თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა თავის წერილობით განცხადებაში, რომ იგი მზად არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ქართული პარტიის სახელით.

12 ოქტომბერს კიწმარიშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში წასვლის შესახებ ქარიშხალი გამოიწვია, რომელსაც “აქვს ენერგეტიკა დაანგრიოს სააკაშვილის რეჟიმი“.

მისი თქმით, სააკაშვილის პასუხი მალე გახდება ცნობილი და მისი პირველი რეაქცია უკვე 11 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. „სააკაშვილი აუცილებლად დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლის მარტის დასაწყისში რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი კრემლში დაბრუნებას აპირებს, ასევე ითამაშებს გარკვეულ როლს სააკაშვილის გადაწყვეტილებაში, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

კიწმარიშვილმა, რომელმაც მაისში პირობა დადო, რომ წავიდოდა პოლიტიკიდან, თუ მისი პარტია ვერ მიაღწევდა სააკაშვილის გადადგომას წლის ბოლომდე, განაცხადა, რომ ქართული პარტია მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში.

პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გამორიცხა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ახლა პრიორიტეტს ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა წარმოადგენს, მათ შორის ამომრჩეველთა სიების გადამოწმება სპეციალური კომისიის მიერ, რომელმაც ეს პროცესი 2012 წლის ივლისამდე უნდა დაასრულოს.

ტელეკომპანია „მაესტრო“        

გარდა მისი როლისა ქართულ პარტიაში, კიწმარიშვილს სიტყვა áƒ¢áƒ”ლეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ საკითხებზეც ეთქმის.

ივანიშვილმა ნათლად აღნიშნა თავის განცხადებებში, რომ მას უნდა ტელეკომპანია „მაესტროს“ ყიდვა, რათა ტელევიზია „ფსეუდოოპოზიციური“ კიწმარიშვილის  კონტროლისგან გაათავისუფლოს და ჟურნალისტებს ნამდვილი თავისუფლება მიანიჭოს. მან მფლობელებს ტელეკომპანიის საბაზრო ღირებულების სამმაგი ფასის გადახდა შესთავაზა. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა მათ, რომ მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ იგი დაუბრუნებს ტელევიზიას თავის მფლობელებს სიმბოლურ ფასად  – 1 ლარად

12 ოქტომბერს კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ იგი მზად არის მართვის უფლება სიმბოლურ 1 ლარად დათმოს ივანიშვილის სასარგებლოდ იმ პირობით, თუ მილიარდერი და „მაესტროს“ თანამფლობელები საინვესტიციო პირობებზე შეთანხმდებიან.

მართალია, თავდაპირველად „მაესტროს“ რამდენიმე მფლობელმა, კერძოდ კი მამუკა ღლონტმა, უარყვეს ივანიშვილის შემოთავაზება, მაგრამ 12 ოქტომბერს მან შეარბილა პოზიცია და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე შესაძლებელია.

„მაესტროს“ აქციების 25%–ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძეა. ღლონტისგან განსხვავებით, გაჩეჩილაძე თავიდანვე მიესალმა ივანიშვილის წინადადებას. „მაესტროს“ აქციების 25%–ის მფლობელია მაკა ასათიანი, გაჩეჩილაძის დიდი ხნის მეგობარი და ქართველი ბიზნესმენის კოტე გოგელიას მეუღლე, რომელიც ასევე ასოცირდება ქართულ პარტიასთან. დანარჩენ აქციებს ტელეკომპანიის ოთხი თავდაპირველი დამფუძნებელი იყოფს, საიდანაც სამს 15% აქვს, მათ შორის მამუკა ღლონტს, ხოლო ერთს – 5%.

 

 

Civil.Ge © 2001-2024