ივანიშვილი ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან შეხვედრების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'11 / 17:30

ბიძინა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან პირველ შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები შეათანხმა, ხოლო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის áƒ¨áƒ”სახებ განაცხადა, რომ áƒ›áƒáƒ—თან "სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში დარწმუნებულია".

“შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ ბიძინა ივანიშვილისა და ალასანიას შეხვედრის შესახებ.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს.

„ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრების შედეგებით და დარწმუნებულია რესპუბლიკურ პარტიასთან სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში“, – აცხადებს მისი პრესსამდივნოს სპეციალურ განცხადებაში.

ამავე ცნობით, áƒáƒ—ხშაბათს ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს უმასპინძლა, რომლებთანაც „გამოვლინდა იდენტური ხედვა ქართულ სინამდვილეში ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალების როლსა და ფუნქციებზე“ და ასევე „დიდი დრო დაეთმო პრესაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული საკითხების განხილვას“.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის „ძალზე აგრესიულ კომენტარებს“, რომლებიც მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგაც გაკეთდა, საგანგებოდ გაუსვა ხაზი. 

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ "მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად" ბიძინა ივანიშვილთან.

შეხვედრის შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს "მკაფიოდ გამოკვეთილი ხედვები გააჩნია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“.

„მის წერილში ვანო მერაბიშვილის მიმართ რაღაც ისეთი შესაძლო თანამშრომლობის კონტურები გამოჩნდა. ჩვენ კატეგორიულად ვთქვით, რომ შეუძლებელია რესპუბლიკური პარტია იყოს იქ, სადაც შეიძლება იყოს ან მერაბიშვილი, ან სააკაშვილი ან ბოკერია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ნაწილს უთმობს  პერსონალურ მიმართვას შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისადმი, რომელსაც ახასიათებს, როგორც „კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას“. იგი მოუწოდებს „ვანოს“ ურჩიოს პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგეს და თუ ის ამ რჩევას არ გაიზიარებს, მაშინ თავად დატოვოს მინისტრის პოსტი.

Civil.Ge © 2001-2024