ივანიშვილს მისი პრესკონფერენციის პირდაპირი ტრანსლირება სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'11 / 18:59

ბიძინა ივანიშვილი მზად არის მისი პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართოს, თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი áƒ“აუთმობს მას პირდაპირ ეთერს.

“ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა.  თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს განცხადებული იყო, ბატონი ბიძინა მზად არის პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია. იგი მზად არის პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ  ვთავაზობთ ეროვნული მაუწყებლის მესვეურებს, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას, რაც მაყურებელთა უმრავლესობის ინტერესებს შეესაბამება. ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის თავდაპირველი შეთავაზება იყო, რომ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფის შეკითხვებისთვის  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეპასუხა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ მზად არის საეთერო დრო გამოუყოს მას პირველ არხზე არსებული სამი თოქშოუდან ერთ–ერთში. თუმცა, ამ სამი თოქშოუდან არც ერთის ფორმატი არ ითვალისწინებს ჟურნალისტების დიდი ჯგუფის მასპინძლობას. ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი 10 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას შეხვდა და მომავალი სატელევიზიო ინტერვიუს დეტალები განიხილა, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება áƒ•áƒ”რ შედგა.

13 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის გააშუქებს ივანიშვილის პრესკონფერენციას, თუმცა არაფერია ნათქვამი áƒ˜áƒ›áƒ˜áƒ¡ შესახებ, áƒ áƒáƒ› ეს პირდაპირ ეთერში იქნება. იმავე განცხადებაში მაუწყებელი ისევ ადასტურებს მზადყოფნას მოიწვიოს ივანიშვილი თავის ერთ-ერთ თოქშოუში, რომელიც პირდაპირ ეთერში გავა.

იმავდროულად, ტელეკომპანიებმა „კავკასიამ“ და „მაესტრომ“, რომელთაც ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში „ფსევდოოპოზიციური“ არხები უწოდა, ივანიშვილს საეთერო დრო შესთავაზეს ჟურნალისტების დიდ ჯგუფთან ინტერვიუს ჩასაწერად, რომელიც ერთდროულად გავა ორივე ტელეკომპანიის ეთერში და ასევე „მაესტროს“ რადიოსადგურზე.

ივანიშვილს ბოლო განცხადებაში „მაესტრო“ და კავკასია“, რომელთა შეძენის სურვილიც საჯაროდ გამოთქვა, áƒ¡áƒáƒ”რთოდ არ უხსენებია.

Civil.Ge © 2001-2024