ივანიშვილი მოქალაქეობის შეწყვეტას სასამართლოში გაასაჩივრებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Oct.'11 / 10:52

ქველმოქმედი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიმართავს áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის „უკანონო“ ბრძანებულების ანულირების თაობაზე, განაცხადა მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ კვირას.

მან აღნიშნა წერილობით განცხადებაში, რომ ივანიშვილის მხარეს 14 ოქტომბერს áƒ’ადაეცა პრეზიდენტის ბრძანებულება â„– 602, რომლითაც მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბრძანებულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი, განაცხადა მან.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც სააგენტომ შეიტყო მილიარდერის 7 ოქტომბრის წერილობითი განცხადებიდან, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მან საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო.

იმავე განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას უახლოეს ხანებში აპირებდა.

ბესელიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ქართულ მოქალაქეობასთან ერთად მხოლოდ „ფორმალური საფუძველი“ იყო ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

„ამ პოლიტიკური აქტით მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ იგი არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და იყენებს აკრძალულ მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტის წინააღდეგ“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ივანიშვილს მოქალაქეობა სამართლებრივი პროცედურების დარღვევით შეუწყდა. ბესელიას განმარტებით, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამისი ორგანო უნდა დალოდებოდა პროცედურებს – საფრანგეთის და რუსეთის პასპორტების ჩაბარებას, რის გაკეთებასაც ივანიშვილი აპირებდა საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

ბესელია ასევე აცხადებს, რომ შესაბამისმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა „დაეცვა საკუთარი პოზიცია და უფლებები“.

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი არ აპირებს რუსული პასპორტის შენარჩუნებას, თუმცა ამ ეტაპზე იგი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტს „ყველა შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით“. ბესელიას თქმით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის საჭირო პროცედურებს ივანიშვილი 17 ოქტომბერს დაიწყებს.  

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილთან ერთად, მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძესაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

ივანიშვილის მეუღლესთან მიმართებაში რაიმე ოფიციალური საფუძველიც კი არ ყოფილა ამის გასაკეთებლად, ვინაიდან ხვედელიძეს უკვე ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, განაცხადა ბესელიამ.  

„საქმე გვაქვს არა სამართლებრივ პროცედურასთან, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისადმი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისადმი შიშის გამო დაუშვებელი და უკანონო მეთოდების გამოყენებასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან“, – განაცხადა ბესელიამ.

Civil.Ge © 2001-2024