ეროვნული ფორუმის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობა შეთანხმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Oct.'11 / 15:07

ეროვნული ფორუმი ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდა, განუცხადა ამ ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჟურნალისტებს მილიარდერ ბიზნესმენთან 17 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე სანიკიძის თქმით, „ერთადერთი გადაწყვეტილება“ იქნა მიღებული, რომელიც ნოდარ ჯავახიშვილის „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტად დანიშვნას ეხება.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად იგი ეროვნული ფორუმის რიგებს ტოვებს, სადაც 2010 წელს გაწევრიანდა და პარტიის ეკონომიკურ პროგრამებს ხელმძღვანელობდა.  ნოდარ ჯავახიშვილი 90–იან წლების შუაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის წევრი იყო აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის პარტიიდან.

ბიძინა ივანიშვილმა მას „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან გაუშვა გიგა ჩრდილელი, რომელიც 12 ოქტომბერს ხელისუფლების სასარგებლოდ მის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

ეროვნული ფორუმი მესამე ოპოზიციური პარტიაა, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შემდეგ, რომლის áƒ¬áƒáƒ áƒ›áƒáƒ›áƒáƒ“გენლებთან ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. სამივე ეს პარტია ე.წ. „ექვსიანის“ წევრები იყვნენ – კოალიციის, რომელიც ჩამოყალიბებიდან სამი თვის თავზე, 6 ოქტომბერს დაიშალა, ერთი დღით ადრე, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკურ გეგმებზე პირველ განცხადებას გამოაქვეყნებდა.

 

Civil.Ge © 2001-2024