მანჯგალაძე: ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტა ‘სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Oct.'11 / 16:25

პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და მიღებულ იქნა იმ დასკვნების საფუძველზე, რომელიც გაკეთდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ეს არის ის, რაზეც ამ ეტაპზე შემიძლია გესაუბროთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება მოქალაქეობის მიღების თხოვნით პრეზიდენტს მიმართოს.     

ივანიშვილის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა კვირას, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სასამართლოში გასაჩივრდება. 18 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.

იმავდროულად, მმართველმა პარტიამ აიტაცა ივანიშვილის მიერ რუსეთთან დაკავშირებით „როიტერთან“ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება და მას პუტინის „პროექტობაში“ დასდო ბრალი

ივანიშვილმა განუცხადა „როიტერს“, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ „გაუგონარი აგრესია“ განახორციელა, თუმცა პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე თბილისის „გაუაზრებელ და არადიპლომატიურ“ პოლიტიკასაც დააკისრა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლებელია ჰქონდეს ისეთი კომპრომისული როლი, რომელიც „ხელსაყრელი იქნება აშშ–სა და ევროპისთვის და მისაღები – რუსეთისთვის“. მისი თქმით, რუსეთი არ არის „არადემოკრატიული სახელმწიფოს ყველაზე უარესი მაგალითი“ და რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მომავალი წლის არჩევნების შედეგად პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს, რუსეთში პოპულარული ლიდერია.

„მე არ მაქვს არჩევანი. არჩევანს აკეთებს რუსი ხალხი. ვისაც აირჩევს რუსი ხალხი, მე იძულებული ვიქნები, მასთან დავჯდე მაგიდაზე და მასთან შევეცადო დავალაგო ურთიერთობა...რუსებს მოსწონთ ეს კაცი და ეს მათი საქმეა. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც, ცივილიზებული სამყაროსთვის უფრო დემოკრატიული რუსეთი იქნებოდა საინტერესო“, – განაცხადა ივანიშვილმა და პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებას დაუკავშირა კორუფციასთან ბრძოლისათვის რუსეთში მომწიფებული რეფორმების მოლოდინები.

მმართველი პარტიის დეპუტატმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ მართალია მას დადებითი შეხედულება აქვს ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობაზე, მაგრამ áƒ˜áƒ’ივეს ვერ იტყვის „მის პოზიციაზე პოლიტაში“.

„როდესაც ადამიანი ელის პუტინისგან, რომ ის გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, შეებრძოლება კორუფციას და დაუახლოვდება დასავლეთს – ან ივანიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს – პოლიტიკაზე ჯერჯერობით შეიძლება საერთოდ წარმოდგენა არ აქვს – ან მეორეა, შეიძლება მართლა ფიქრობს, რომ მისი ქვეყანა, საქართველო შეიძლება იცვლებოდეს „როსიისკი კრედიტზე“, – განაცხადა გაბაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ივანიშვილის ბანკი ჰქონდა, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისში დაარსდა და რომლის გაყიდვასაც ივანიშვილი რუსეთში თავის სხვა ბიზნესებთან ერთად აპირებს. 

„საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეების ხმები და საქართველოს პოლიტიკური პროცესი არ იყიდება. და მე ნაკლებად მჯერა გულუბრყვილობის, რომ ივანიშვილი არ იცნობს პუტინს და არ იცის, რომ პუტინი ვერ იქნება ვერც დემოკრატი, ვერც დასავლეთთან დაახლოებული და ვერც კორუფციასთან მებრძოლი; მე უფრო მჯერა სხვა რამის, რომ მისი [ივანიშვილის] პროექტი ნამდვილად არის დაკავშირებული პუტინის ინტერესებთან“, – განაცხადა გაბაშვილმა.

ივანიშვილი რუსეთის პრემიერ–მინისტრის ინტერესებს ასევე დაუკავშირა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელმა სამმა áƒ«áƒ˜áƒ áƒ˜áƒ—ადმა áƒ¢áƒ”ლევიზიამ – ერთ–ერთმა მათგანმა ივანიშვილის განცხადებას áƒ’აუკეთა ინტერპრეტაცია, რომ ის ფაქტიურად „მიესალმებოდა“ პუტინის დაბრუნებას კრემლში; მეორემ განაცხადა, რომ მილიარდელს პუტინის მიმართ დიდი სიმპათია აქვს, მესამეს თქმით, კი ივანიშვილი „კრემლის პოლიტიკას აგრძელებს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 17 ოქტომბრის საინფორმაციო გადაცემის თანახმად, ივანიშვილმა „ზუსტად იცის, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი რუსეთი და პუტინთან ურთიერთობა იქნება“; შემდეგ იმავე ინფორმაციაში ითქვა: „პუტინის მიმართ სიმპათია ივანიშვილს იმდენად დიდი აქვს, რომ სჯერა პუტინი რუსეთში კორუფციას დაამარცხებს და სერიოზულ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს“.

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემის თანახმად, „ივანიშვილი ფაქტობრივად ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც პუტინის მესამედ გაპრეზიდენტებას მიესალმება – თუ უგო ჩავესს და ალბათ კადაფის არ ჩავთვლით. თუმცა ოლიგარქი ამით არ იფარგლება და პუტინს რეფორმატორს უწოდებს და მასზე სასაუბროდ სიტყვა „დემოკრატიასაც“ ხმარობს“.  

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წინა კვირას გასულ "სპეციალურ რეპორტაჟში" áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜ „ქართული ოპოზიციის რუს ფანტომასად“ მოიხსენიეს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 17 ოქტომბრის საინფორმაციო გადაცემის თანახმად, „ივანიშვილი არ მოიხსენიებს რუსეთს ოკუპანტ ქვეყნად, განაგრძობს კრემლის პოლიტიკას და აცხადებს, რომ ომზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა... და სჯერა, რომ პუტინი რუსეთში კორუფციას დაამარცხებს, ქვეყანაში კი დემოკრატიას განავითარებს“.  

Civil.Ge © 2001-2024