![]() |
|||
ბიძინა ივანიშვილმა, რომლით თქმითაც, ის „აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში“, განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეთა საშუალო რგოლის „აბსოლუტური უმრავლესობა“ სამსახურებს შეინარჩუნებს. “საშუალო რგოლი, იქ არიან მოადგილეები მინისტრების ან დეპარტამენტის უფროსები ან უბრალოდ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ეს ხალხი სამსახურშია დღეს და სხვა არჩევანი არ აქვს და იქ ბევრი სპეციალისტი და ბევრი პროფესიონალია და რა თქმა უნდა, აბსოლუტური უმრავლესობა... თავის ადგილებს შეინარჩუნებს“, – განაცხადა მან „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომლის მეორე სატელევიზიო ფრაგმენტიც 18 ოქტომბერს გავრცელდა. ივანიშვილის თქმით, იგი არ აპირებს სამინისტროების „დარბევას, დაშლას და დანგრევას“, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ „იქ მოხდება რეკონსტრუქციები და გარდაქმნები“.
|
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025