ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „ბანკი ქართუს“ შემოწმების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'11 / 14:56

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ დაეწყო შემოწმება საეჭვო მოვლენების, რომელიც პოლიტიკაში წასული მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ბანკი ქართუს" გარშემო განვითარდა, ზედმეტად იქნა პოლიტიცირებული, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ 20 ოქტომბერს.

მისი თქმით, „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობის მოულოდნელი გამოცვლამ და საეჭვო ტრანსაქციამ, რომელიც დაკავშირებული იყო უცხოურ ვალუტაში დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის გადატანასთან, რაც ეროვნული ბანკის იგნორირებით áƒ’ანხორციელდა, áƒ’ანაპირობა რეგულატორი ორგანოს გადაწყვეტილება ჩარევასა და შემოწმების დაწყებაზე.

"ბანკი ქართუ", რომელიც აქტივების თვალსაზრისით მეექვსე უმსხვილესი ბანკია საქართველოში (სულ 19 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს ქვეყანაში), ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია მთლიანად.

"ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს დიდი ხნის ხელმძღვანელს, გიგა ჩრდილელს, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტიც იყო, თანამდებობის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 12 ოქტომბერს ის áƒ®áƒ”ლისუფლების „აგენტობაში“ დაადანაშაულა. ბანკის ხელმძღვანელობიდან კიდევ რამოდენიმეს, მათ შორის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს, მოუწიათ გადადგომა ჩრდილელის წასვლის ფონზე.

ექვსი დღის შემდეგ „ბანკი ქართუს“ კუთვნილი 2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო იქნა ამოღებული პოლიციის áƒ›áƒ˜áƒ”რ ბანკის საინკასაციო მანქანიდან 18 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ქმედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა.

მეორე დღეს, 19 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ბანკი ქართუს შემოწმებას იწყებს, რასაც მოჰყვა ვარაუდები, რომ ხელისუფლება ივანიშვილის აქტივებზე ახორციელებდა იერიშს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში.

პარალელები გაივლო ასევე „სტანდარტ ბანკის“ საქმესთან, რომელიც ასოცირებული იყო აწ გარდაცვლილ ბიზნესმენთან ბადრი პატარკაციშვილთან. 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა ლიკვიდობის პრობლემის მოტივით. ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც კლიენტებმა ხელისუფლების ზეწოლით ბანკიდან თანხების გატანა დაიწყეს. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბანკი არაბეთის გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ჯგუფზე გაიყიდა.

"ბანკი ქართუს" ახალმა პრეზიდენტმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ბანკიდან თანხების გადინება შეინიშნება, მათ შორის რამდენიმე მსხვილი კლიენტის მხრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი მსგავსება ამ ორ საქმეს შორის ის არის, რომ ორივე მათგანი პოლიტიზირებულია.

“მე გამოვრიცხავ ყველანაირ შესაძლებლობას ბანკის გაკოტრების ან გადახდისუნარობის; ბანკის ბალანსში თუ ჩაიხედავთ, მიხვდებით რომ ეს ფინანსურად გამორიცხულია რომ მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიძემ, „რაიმე ფორმით, ჩვენს მიერ დანიშნული შემოწმების ასოცირება იმასთან, რომ საბანკო ოპერაცია უნდა გავაჩეროთ, ან ბანკი უნდა გავაჩეროთ ან ბანკი შეიძლება გაკოტრდეს ან ასე შემდეგ, არის სასაცილო, არასერიოზული, არაკვალიფიციური განცხადება და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით გაკეთებული“.
 
“ჩვენ არ ვგეგმავთ არავითარ შემთხვევაში არანაირი ფორმის საკუთრების უფლების შეზღუდვას, ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირი ფორმით ბანკის საოპერაციო ნაწილის გაჩერებას. ჩვენს გეგმებში ეს არ შედის, არც აქამდე არ შედიოდა და იმედი მაქვს, არც მომავალში არ შევა“, – აღნიშნა მან. 

ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ყურადღება თავდაპირველად ბანკი ქართუს მენეჯმენტის შეცვლამ მიიქცია, რაც, მისი თქმით, მიულოდნელობა იყო.

მისი თქმით, ნაღდი ფულით უცხოურ ვალუტაში განხორციელებულმა áƒáƒžáƒ”რაციამ ეროვნული ბანკის წინასწარი ინფორმირების გარეშე, „კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა“ ბანკის ირგვლივ შექმნილი ვითარება,  რამაც განაპირობა „ჩვენი ლოგიკური რეაქცია“, რომ დაწყებულიყო შემოწმება.

"ბანკ ქართუს" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა პოლიციის მიერ ნაღდი ფულის ამოღებიდან ცოტა ხანში, რომ ბანკს ეს თანხა რიგი საბანკო ოპერაციებისთვის ესაჭიროებოდა, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასების გასასტუმრებლად. ხელისუფლება ჯავახიშვილის  ამ უკანასკნელ არგუმენტს ჩაეჭიდა და განაცხადა, რომ თუკი ბანკს ნაღდი ფული ხელფასების გასაცემად სჭირდებოდა, მას უნდა გამოეთხოვა ეროვნული áƒ“ა არა უცხოური ვალუტა.

ბანკმა ქართუმ ფულის გათეთრების შესახებ წამოყენებულ ბრალდებას „გაუგებარი“ უწოდა, განაცხადა რა 19 ოქტომბერს გამოქვეყნებულ თავის წერილობით განცხადებაში, რომ ჩამორთმეული თანხა გამიზნული იყო  სალაროს გამაგრების ოპერაციისთვის. ამ განცხადებაში სიტყვა არ იყო თქმული იმაზე, რომ ნაღდი ფული ხელფასების გასაცემად ესაჭიროებოდათ. 

თუმცა, ქადაგიძემ აცხადებს, რომ ეს იყო „არაორდინალური ოპერაცია“ და "ბანკ ქართუს" ამის შესახებ წინასწარ უნდა შეეტყობინებინა ეროვნული ბანკისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ სალაროს გამაგრების ანალოგიური ოპერაცია "ბანკმა ქართუმ" უპრობლემოდ განახორციელა 20 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის წინასწარ შეტყობინების შემდეგ. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ უკანასკნელი ოპერაციის ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 18 ოქტომბერს და ამ ბოლო შემთხვევაში ნაღდი ფული პირდაპირ ეროვნული ბანკის სალაროდან იქნა გატანილი. 

ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ ბანკის შემოწმება ჩვეულებრივ 2 თვეს გრძელდება; თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ შემოწმება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენი დროც დასჭირდება „ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას“.

“მინდა გამოვხატო დიდი კმაყოფილება, თუკი ეს განცხადება განცხადებად არ დარჩება... მე მინდა დავიჯერო, რომ ბატონი ქადაგიძე ამას ყველაფერს გულწრფელად ამბობს, თუმცა ჩვენ ძალიან ადვილად ვიგრძნობთ მაგას ყველაფერს“, – განუცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა 20 ოქტომბერის საღამოს ტელეკომპანია „მაესტროს“.

 

Civil.Ge © 2001-2024