სასამართლომ ივანიშვილის მოქალაქეობის საქმეზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Oct.'11 / 12:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც სარჩელის განხილვამდე დრობითი ღონისძიების სახით პრეზიდენტის იმ ბრძანებულების შეჩერებას ითხოვდნენ, რომლითაც მილიარდერ ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილის და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა 24 ოქტომბერს.

ივანიშვილმა სასამართლოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების ბათილად ცნობის áƒ—აობაზე სარჩელით  21 ოქტომბერს მიმართა. სარჩელს ასევე ერთვოდა შუამდგომლობა, რომელიც სარჩელის განხილვამდე პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერებას ითხოვდა, განაცხადა შალვა თადუმაძემ და დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

იმავდროულად, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო 25 ოქტომბერს იტყობინება, რომ ივანიშვილის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ და მრჩეველთა საბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ბრიუსელში სტუმრობის ფარგლებში მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, “ბანკ ქართუსთან” დაკავშირებული ინციდენტი და „ივანიშვილის გარემოცვაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები“ ევროკომისიაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს გააცნეს. მათ ინფორმაცია მიაწოდეს ასევე Amnesty International-ის ოფისს.

Civil.Ge © 2001-2024