ივანიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Oct.'11 / 18:54

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლის გეგმებზე ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, დღეს საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიანა იანსეს შეხვდა, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

"საქართველოში შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა იანსემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის გამო და აღნიშნა, რომ შვედეთის საელჩო ინტერესით ადევნებს თვალს პოლიტიკურ პროცესებს და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ელჩი იმ პრობლემებსაც გაეცნო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე შეექმნა. მანვე აღნიშნა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს და დააკვირდება მოვლენათა შემდგომ განვითარებას", – იტყობინება პრესსამდივნო. 

ამავე ცნობით, ელჩმა პირადი შეხვედრის სურვილი იმის გამო გამოთქვა, რომ იგი ვერ დაესწრო დიპლომატებთან გასულ კვირას გამართულ გაერთიანებულ შეხვედრას. 

პირველი შეხვედრა დიპლომატებთან ივანიშვილმა მის ბიზნეს–ცენტრში 20 ოქტომბერს გამართა, რომელსაც áƒ“აესწრო საქართველოში აკრედიტებული 18 დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი: აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი, ჩეხეთის ელჩი ივან ჟესტრაბი, თურქეთის,  უკრაინის, ნიდერლანდების, ევროკავშირის, ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის, გაერო-ს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ევროპის საბჭოს, უნგრეთისა და იაპონიის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები; ასევე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო.

Civil.Ge © 2001-2024