საფრანგეთი რუსეთსა და საქართველოს შორის ვმო–ზე მიღწეულ 'პროგრესს' მიესალმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Oct.'11 / 11:34

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა „პროგრესს“, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული. 

„ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო დათანხმდა შვეიცარიელი შუამავლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს,“ – განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყებამ 28 ოქტომბერს, „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მალე შეძლებს ამ [შვეიცარიის] წინადადებების მიღებას“.  

Civil.Ge © 2001-2024