აშშ–ის ელჩი ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'11 / 18:38

აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი 2 ნოემბერს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა და პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს შეხვდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორ მთავარ თემაზე: პირველი ეს არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და როგორ ვაქციოთ დაპირისპირების, რადიკალიზაციის საფრთხე, როგორ გარდავქმნათ შანსად ჩვენი ქვეყნისათვის, რომ გვქონდეს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა, არჩევნები სამართლიან გარემოში, რომელიც ქვეყანას წაიყვანს პროგრესისკენ, უფრო მეტად დააახლოვებს დასავლეთს და არ დაგვაბრუნებს წარსულში“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

„ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ჩვენს საზოგადოებაში ისეთ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მრავალპარტიულ, მრავალსუბიექტიან პოლიტიკურ სისტემასთან დაგვაახლოვებს, სადაც არ იქნებიან პოლიტიკური მოთამაშეები, რომელთაც ექნებათ სრული ძალაუფლება თავიანთი მეტოქეების და ოპონენტების სრულად გასანადგურებლად“, – დასძინა მან.

ქრისტიან–დემოკრატების ოფისში მისვლამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე ჯონ ბასი, თბილისში აკრედიტებულ სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად მილიარდელ ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა მის ბიზნეს–ცენტრში. ბევრმა ანალიტიკოსმა მაშინ დიპლომატების მისვლას ივანიშვილთან სიმბოლური ნაბიჯი უწოდა იმ მნიშვნელობის ხაზგასასმელად, რაც ივანიშვილის პერსონას ქართულ პოლიტიკაში გააჩნია.

როდესაც აშშ–ის ელჩს 23 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქცენტები“ ჰკითხეს ხედავს, თუ არა ის რაიმე დატვირთვას უცხოელი დიპლომატების ქმედებაში, რომ ინდივიდუალური პოლიტიკოსის ოფისში მივიდნენ, ჯონ ბასმა უპასუხა: „ხალხი მიდრეკილია, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ... სიმბოლიზმის ხარისხი ეძებონ; გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი რამ არ ყოფილა“.

„ჩვენ ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანს ვესაუბრებით საზოგადოებაში áƒ“ა ჩვენ მათ ბევრ სხვადასხვა ადგილას ვესაუბრებით“, – დასძინა მან.

იმავე გადაცემაში ჯონ ბასმა გაიმეორა, რომ აშშ არ უჭერს მხარს რომელიმე ინდივიდუალურ პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, არამედ ქართველ ხალხს და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

მისი თქმით, ამ კონტექსტში მას და მის კოლეგებს თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან აინტერესებდათ áƒžáƒ˜áƒ áƒ“აპირ მოესმინათ ივანიშვილისგან მისი შეხედულებების თაობაზე, „ისევე როგორც ამას ვაკეთებთ სხვა ხალხთან საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან“.

Civil.Ge © 2001-2024