ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Nov.'11 / 15:56

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას სახელწოდებით „ქართული ოცნება“ აფუძნებს, რომლის პრეზენტაციაც 25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში შედგება.

“საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს,“– იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 3 ნოემბერს, „მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის შექმნის უფლება არ აქვს, ვინაიდან ოქტომბრის დასაწყისში პოლიტიკაში წასვლისა და პარტიის შექმნის გეგმებზე გაკეთებული პირველი განცხადების შემდეგ მას პრეზიდენტ სააკაშვილის áƒ‘რძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. áƒáƒ›áƒáƒ•áƒ” მიზეზით მას არ აქვს უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ან დააფინანსოს პარტია.

თუმცა მას, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ისეთივე უფლებას აძლევს დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანება და იყოს მისი წევრი, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. საზოგადოებრივი მოძრაობა არაკომერციული იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირდება.

ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, ახალი მოძრაობის პრეზენტაციისთვის დარბაზის გამოყოფის მიზნით ივანიშვილის თანაშემწე  ფილარმონიის ხელმძღვანელობას 4 ნოემბერს მიმართავს.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი ფიგურირებს იმ ნუსხაში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედება გასწია. „ქართუ ჯგუფის“ ინფორმაციით, ივანიშვილმა 2010 წელს ფილარმონიის რეაბილიტაციაზე 2 120 203 ლარი დახარჯა.

Civil.Ge © 2001-2024