სახალხო დამცველის თქმით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საქმეს სწავლობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Nov.'11 / 16:03

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში აცხადებს, რომ მან 20 ოქტომბერს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესწავლა.

აღნიშნულზე წერილობით განცხადება სახალხო დამცველმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 4 ნოემბერს გავრცელდა ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას მიმართვა გიორგი ტუღუშის მიმართ, სადაც მას სთხოვს „მოკლე დროში“ შეისწავლოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და შეაფასოს ეს ფაქტი.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მისმა ოფისმა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარისგან გიორგი ვაშაძისგან ამ საკითხზე ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს გამოითხოვა, რაზეც პასუხი ორი კვირის áƒ¨áƒ”მდეგ – 3 ნოემბერს მიიღო.  ტუღუშის თქმით, მან ეკა ბესელიას 3 ნოემბერს აცნობა, რომ მისი ოფისი უკვე სწავლობს ამ საქმეს.

“საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გავრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“– ნათქვამია ობუდსმენის ოფისის მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

Civil.Ge © 2001-2024