აშშ მიესალმა რუსეთ–საქართველოს შეთანხმებას ვმო–ზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'11 / 10:16

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ვაშინგტონი „მიესალმება განცხადებას“ იმის თაობაზე, რომ რუსეთმა და საქართველომ შვეცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე „ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე“ შეთანხმებას მიაღწიეს.

„გვინდა ხაზი გავუსვათ შვეიცარიის მთავრობის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას, რომელიც მხარეებს ამ შეთანხმების შემუშავებასა და მიღწევაში დაეხმარა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 5 ნოემბრის განცხადებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024