მანჯგალაძე პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე სააკაშვილის განცხადებას განმარტავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'11 / 11:30

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პრემიერ–მინისტრობის პერსპექტივის შესახებ, რომელიც მან EurActiv-თან ინტერვიუში გააკეთა, „არასრულია“ და „ზუსტად არ გადმოსცემს“ პრეზიდენტის სიტყვებს.

კითხვაზე აპირებს, თუ არა ის, რომ 2013 წლის ბოლოს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი გახდეს, სააკაშვილმა, როგორც ამის თაობაზე EurActiv–ი იტყობინება, უპასუხა: „ჩვენი ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერ–მინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად დამოკიდებულია პარლამენტზე. ეს არც თუ ისე საინტერესო თანამდებობაა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამჟამად პრეზიდენტია“. 

ამგვარი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც აქამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის თავს არიდებდა კითხვას მისი პრეზიდენტობის შემდგომი გეგმების შესახებ და აცხადებდა, რომ იგი არ გააკეთებდა ამაზე რაიმე განცხადებას, რადგანაც არ სურდა „კოჭლი იხვის“ (ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფის) როლში ყოფნა. მანამდე 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, რამდენად áƒ–უსტი áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ ეს განცხადება ინტერვიუში. თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ამ საკითხზე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა.  

„გვსურს განვმარტოთ, რომ ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა“, – ნათქვამია განცხადებაში. „მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ  გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს  ხელისუფლება  ახორცილებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი - პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია“.

Civil.Ge © 2001-2024