ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტისთვის ჯერ არ მიუმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Nov.'11 / 17:22

ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ჯერ არ მიუმართავს, განაცხადა მისი მრჩეველთა საბჭოს წევრმა, იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა მიზეზების დაკონკრეტების გარეშე.

ივანიშვილმა 17 ნოემბერს რეგიონული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტის სახელზე უახლოეს დღეებში შეიტანდა სასამართლოში მისი საქმის განხილვის გაჭიანურების მოლოდინების გამო. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ სარჩელთან, რომელიც მისმა ადვოკატებმა შეიტანეს სასამართლოში მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის áƒ—აობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმების თხოვნით.

სასამართლოში ამ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 5 დეკემბრისთვის არის დანიშნული, განუცხადა ქუცნაშვილმა 26 ნოემბერს Civil.ge-ს.

პარალელურად, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხს  სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, რომელმაც 4 ნოემბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასკვნას საქმის შესწავლის დასრულებისთანავე გაავრცელებდა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს,  2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე მიენიჭა, პრეზიდენტისვე ბრძანებულებით შეუწყდა პოლიტიკაში წასვლის შესახებ პირველი განცხადების გაკეთების შემდეგ. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი 2004 წლის შემდეგ მიღებული საფრანგეთის მოქალაქეობა გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ მილიარდერი ქველმოქმედის პოლიტიკაში წასვლის შესახებ 7 ოქტომბრის განცხადებიდან შეიტყვეს, სადაც იგი აცხადებდა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა. ივანიშვილმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის áƒžáƒ áƒáƒªáƒ”დურები დაიწყო, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, საფრანგეთის პასპორტი შეინარჩუნა.

იმავდროულად, მიმდინარე კვირაში ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ შესაძლო „პროვოკაცების მოწყობის“ áƒ¨áƒ”სახებ გააფრთხილა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით იმ ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში „დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების“ ორგანიზებით მიმდინარეობს.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ “ხელმოწერების სანაცვლოდ არიგებენ თანხებს და იძლევიან სხვადასხვა დაპირებებს“, რაც „მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“. პრესსამდივნო ამგვარ ქმედებებს გაემიჯნა და მოუწოდა, რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ.

Civil.Ge © 2001-2024