სააკაშვილი: ‘ყველა სნობი, ცხვირაწეული ადამიანის გულს ვერ მოვიგებ’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Dec.'11 / 15:49

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, áƒ›áƒáƒœ იცის, რომ „ყველა სნობი, ცხვირაწეული“ ადამიანის გულს ვერ მოიგებს, მაგრამ ამის მიუხედავად, „ჩქარი“ აღმშენებლობა გაგრძელდება.

„შემდეგ ორ წელიწადში უნდა აშენდეს იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხუთ წელიწადში იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, სხვანაირად შანსი არ გვაქვს, სხვანაირად ვერ გამოვძვრებით თუნდაც მსოფლიო პროცესებიდან და თუნდაც იმ პრობლემებიდან, რომელსაც უქმნიან საქართველოს“, – განაცხადა მან.

ამის შესახებ სააკაშვილი 3 დეკემბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში საუბრობდა გლდანში შეკრებილი ადამიანების წინაშე, სადაც ახალი ტექნიკური გადამზადების ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

მისი თქმით, იგი პირადად უხელმძღვანელებს ამგვარი ცენტრების დაგეგმილ ქსელს, რომელიც იქნება „სიმბოლო იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უმუშევრობას დავემშვიდობოთ“.

„ფაქტია ის, რომ როცა გადავწყვიტეთ მშენებლობა ორ დღეში გვქონდა პროექტი და ახლა დაიწყება ლაპარაკი, რომ აი ასე ნაჩქარევად აკეთებენ ყველაფერს. და ნაჩქარევად კი არ ვაკეთებთ, ჩქარა ვაკეთებთ იმიტომ, რომ იმდენი დრო გვაქვს დაკარგული, რომ ყველა ამ სნობი, ცხვირაწეული ადამიანის გულს ვერ მოვიგებ – მე ხომ კარგად ვიცი. ისინი მარტო თვითონ არაფერს არ აკეთებენ და სხვას, ვინც აკეთებს, აკრიტიკებენ“, – განაცხადა მან.

ოპონენტები ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მშენებლობის პროცესში áƒ£áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ¢áƒ”სობას არა ხარისხს, არამედ სისწრაფეს ანიჭებს, რის გამოც დამატებითი ხარჯების გაღება ხდება აუცილებელი.

“ვინც რა არ უნდა ილაპარაკონ, გვლანძღონ, გვაკრიტიკონ, სხვადასხვა ბგერები გამოსცენ, ჯობია გვაკრიტიკონ იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცამ თქვა, რომ 'უი ცუდად გააკეთეს', 'წყალი ჩამოვიდა' ან 'ბათქაში ჩამოცვივდა' ან 'არქიტექტურა არ მომწონს' ან 'ეს რას გავს'. კი ბატონო, მაგრამ ეს რას გავს და ის რამეს გავდა, როცა არაფერი არ კეთდებოდა, არაფერი არ შენდებოდა?   შეიძლება არ მოგეწონოს შუშის შენობა, მაგრამ საერთოდ ნანგრევები რომ იყო დარჩენილი, ეს უკეთესი იყო?"– განაცხადა სააკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024